არქივი8 მაისი, 2024, 22:07
ექიმი - პაციენტი დიმიტრი ჩიქოვანი შემოყვანილია სახის ქალატვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა.
ექიმის თქმით, პაციენტი "შემოყვანილია სახის ქალატვინის ტრავმით".
"ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.“ , - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს გვიან ღამით საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.