ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ექიმი ჩიქოვანზე: ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, მდგომარეობა საყურადღებოა

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის თქმით, ენმ-ის წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.
"შემოყვანილია პაციენტი ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, უტარდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონიტორინგი, ცოტა ხანში გავაკეთებთ კიდევ კომენტარს...
პაციენტი რჩება კლინიკაში მკურნალობის ჩასატარებლად" - ამბობს ექიმი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს 8 მაისის საღამოს სცემეს. ჩიქოვანის თქმით, თავდასხმის დროს სოლოლაკში, საკუთარ სახლთან მარტო იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.