არქივი8 მაისი, 2024, 22:38
ექიმი - პაციენტი დიმიტრი ჩიქოვანი შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით, ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა
ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის, ივანე ავაზაშვილის განხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმა ჩიქოვანის მდგომარეობა საყურადღებოა.
ექიმის თქმით, პაციენტი "შემოყვანილია სახის ქალა-ტვინის ტრავმით".
"ზოგადი მდგომარეობა საყურადღებოა, პაციენტს უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მონიტორინგი და არის დაკვირვების პროცესში. ამ ეტაპზე, ვერ გეტყვით სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა.“ , - განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს გვიან ღამით საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.