ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონია

ესპანეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონია

ესპანეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში "ფურია როხამ" არგენტინა დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

კერძოდ, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა სკალონეს არგენტინა მეორე ექსტრატაიმში ფერან ტორესის გოლით 1:0 დაამარცხა და ოქროს თასი აღმართა.

არგენტინა ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოდა, თუმცა ფინალში ესპანეთის წინააღმდეგობა ვერ დაძლია.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მსაჯმა თამაშის წესის დარღვევისთვის მოედნიდან არგენტინელი ენცო ფერნანდესი გააძევა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მუნდიალის ფინალს ესწრებოდა პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.