ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესპანეთში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

ესპანეთში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა

ესპანეთის ქალაქ სიუდად-როდრიგოში, სალამანკის პროვინციაში ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღნიშვნის დროს შადრევნის ნაწილი ჩამოინგრა. ინფორმაციას El Pais ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შადრევნის ჩამონგრევის შედეგად 13 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო ორი ​​ადამიანი დაშავდა.

მოზარდი შადრევანში იმყოფებოდა, როდესაც ზედა ნაგებობა ჩამოინგრა. მოზარდმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მოგვიანებით ის ქალაქის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა.

ქალაქის საბჭომ სამდღიანი ოფიციალური გლოვა გამოაცხადა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.