ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ეგვიპტესა და ისრაელს ეწვევა იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი ცდილობს გაზარდოს ზეწოლა „ჰამასსა“ და ისრაელზე, რათა მათ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლინკენი კაიროში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდება, შემდეგ კი ისრაელში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 31 მაისს ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება წარადგინა, რომელიც საბრძოლი მოქმედებების სამუდამოდ შეწყვეტას, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას და ღაზას რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.