ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი მომავალ კვირას ეგვიპტეს, ისრაელს, იორდანიასა და კატარს ეწვევა და ოფიციალურ პირებთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას განიხილავს.
„მდივანი განიხილავს, თუ რა სარგებელს მოუტანს ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ისრაელელებსა და პალესტინელებს. ის ხაზს გაუსვამს იმას, რომ ეს ღაზაში ტანჯვას შეამსუბუქებს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას გაზრდის და პალესტინელებს საკუთარ რაიონებში დაბრუნების საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, 7 ოქტომბრის შემდეგ ეს რეგიონში ენტონი ბლინკენის მერვე ვიზიტი იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.