ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბლინკენი ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის მისაღწევად ეგვიპტეს და ისრაელს კვლავ ეწვევა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის მისაღწევად ახლო აღმოსავლეთს კიდევ ერთხელ ეწვევა. ტურნე 10 ივნისს დაიწყო და დაგეგმილია შეხვედრები ეგვიპტესა და ისრაელში.
ბლინკენის ვიზიტის მთავარი მიზანი იმ ზავის ლობირებაა, რომელიც მხარეებს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წინა თვეში შესთავაზა. ზავის პირობების შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება ამ დრომდე არაა მიღწეული.
ბოლო კვირების მანძილზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა წერტილოვანი იერიშები მიიტანეს რაფაში სტრატეგიულ ობიექტებზე.
9 ივნისს ისრაელის პოლიტიკური პარტია ეროვნული ერთიანობის ლიდერმა, ბენი განცმა გამოაცხადა, რომ იგი 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად ჩამოყალიბებულ საგანგებო მთავრობას ტოვებს. ამასთანავე, მან პრემიერმინისტრს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.