ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდებს, „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას დათანხმდეს

ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ლიდერებს მოუწოდებს, რომ „ჰამასზე“ ზეწოლა მოახდინონ, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას დათანხმდეს.
„რეგიონის მთავრობებისთვის ჩემი გზავნილია… თუ ცეცხლის შეწყვეტა გსურთ, მოახდინეთ ზეწოლა „ჰამასზე“, რომ „დიახ“ თქვას“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
ენტონი ბლინკენმა კაიროში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი ცეცხლის შეწყვეტის სამეტაპიანი წინადადება საუკეთესო გზაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისთვის, მძევლების გათავისუფლებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის.
„მე მტკიცედ მჯერა, რომ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, იქნება ეს ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე თუ ღაზაში… ნამდვილად სურს სჯეროდეს მომავლის, სადაც ისრაელელები და პალესტინელები მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში დღეს ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის შეხვდა, ხოლო მოგვიანებით, იგი ისრაელში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.