ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა - რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე

ემანუელ მაკრონი - მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა - რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე

მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა - რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მან ისაუბრა უკრაინისა და უკრაინული არმიის მხარდაჭერის გაგრძელებაზე.
“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინისთვის, უკრაინული არმიისთვის მის თავდაცვით ომში რუსული აგრესიის წინააღმდეგ… [მოლაპარაკების] პირველი ეტაპები ყალიბდება, მაგრამ მიზანი იგივე უნდა დარჩეს: გვქონდეს მყარი, გაზომვადი და შემოწმებადი ცეცხლის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ეს წარმოუდგენელია უკრაინელების მაგიდასთან ყოფნის გარეშე”,-განაცხადა მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე მიესალმა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) მიერ გერმანიის თავდაცვის გაძლიერებისთვის მიღებულ დიდ საინვესტიციო გეგმას, რაც მაკრონმა აღწერა როგორც “ისტორიული კენჭისყრა” და “კარგი ამბავი” ევროპისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.