არქივი18 დეკემბერი, 2024, 15:55
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოუთმენლად ველი

სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოუთმენლად ველი, - ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, - წერს ალან ბერსე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.