ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანი ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში ადასტურებენ.
მანამდე, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამ დილით თავდაპირველად შევხვდი სამოქალაქო საზოგადოებას, შემდეგ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველოდები აზრების გაცვლას საქართველოს ომბუდსმენთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ მთელი დღე მექნება შეხვედრები ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან“, – დაწერა ალენ ბერსემ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.