არქივი18 დეკემბერი, 2024, 21:51
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაციას ადასტურებენ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში.
შეხვედრის დეტალები უცნობია.
„დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრების სრული დღეა“, – დაწერა ალან ბერსემ რამდენიმე საათის წინ პლატფორმა X-ზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.