ველი ივანიშვილთან შეხვედრას – ევროსაბჭოს გენერალური მდივანი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე, რომელიც 18 დეკემბერს საქართველოში ჩამოვიდა, აცხადებს, რომ დაგეგმილი აქვს შეხვედრები პოლიტიკურ ლიდერებთან, მათ შორის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან.
„ამ დილას, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ – ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს. ახლა მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, – წერს ალან ბერსე პლატფორმა X-ზე.
ამავე განცხადების თანახმად, ის ხვალ, 19 დეკემბერს, შეხვედრებს გამართავს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ბიძინა ივანიშვილი გასულ კვირაში ტელეფონით ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს.
პარტიის განცხადებით, საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და „ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი“.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. ევროსაბჭო ხაზს უსვამს, რომ ვიზიტის ფონია ძლიერი დაძაბულობა, პოლიტიკური დებატების უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის აქტები. ვიზიტის წინ გენერალური მდივანი მიესალმა პატიმრობიდან ოპოზიციის წარმომადგენლების, ალექსანდრე ელისაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.
“საქართველოში არსებულ დაძაბულ და შეშფოთების გამომწვევ ვითარებაში ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია, ხოლო ხელისუფლებას – თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციული გამოყენებისგან და პატივი სცეს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას”, – ვკითხულობთ საბჭოს სამშაბათის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო