დონალდ ტრამპი: უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს

ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიმიღია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს. უკმაყოფილო ვარ იმით, თუ როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „შეიძლება ირანში რეჟიმის ცვლილება მოხდეს, ან არ მოხდეს“.
ტრამპის ცნობით, ირანთან დაკავშირებით დღეს ვაშინგტონში მოლაპარაკებები გაიმართება.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ საიდ ბადრ ალბუსაიდისთან მოლაპარაკებებს გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.