ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე

დონალდ ტრამპი - სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხი ძალიან ინტენსიურად განიხილა.
მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ, იმის სანახავად, შეძლებენ თუ არა ამ ომის დასრულებას.
„სი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე. ბევრი მეტი არაფრის გაკეთება შეგვიძლია“, - აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, მისი თქმით, შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შეთანხმდნენ.
„საერთო ჯამში, ნულიდან 10-მდე შკალის მიხედვით, სადაც 10 საუკეთესოა, ვიტყოდი, რომ შეხვედრა 12-ზე იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, იცით, რომ მთელი ურთიერთობა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეს მართლაც კარგი იყო“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.