ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი 30 ოქტომბერს სამხრეთ კორეაში შეხვედრას გამართავენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
ლევიტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს მომდევნო ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს.
პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტების შეხვედრა სამხრეთკორეულ ქალაქ ბუსანში “აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის” ქვეყნების სამიტის ფარგლებში გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპი ეწვევა მალაიზიასა და იაპონიას, სადაც ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.