დონალდ ტრამპი – ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს

ჩინეთი ამერიკული ენერგორესურსების შეძენას დაიწყებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან ნამდვილად შესანიშნავი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ხოლო ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტასთან ძალიან ახლოს ვართ. ასევე, ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი სის მიერ გაცემული ნებართვით, ჩინეთი დიდი რაოდენობით სოიოსა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენას დაიწყებს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
დონალდ ტრამპის ცნობით, ჩინეთი ფენტანილის კრიზისის დასასრულებლად აშშ-თან ერთად იმუშავებს.
„ჩინეთი დათანხმდა, რომ იშვიათი მინერალების, მაგნიტებისა და სხვა პროდუქტების შემოტანას ღიად და თავისუფლად გააგრძელებს. ასევე, ჩინეთმა განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში ფენტანილის შემოდინების შესაჩერებლად ჩვენთან ერთად იმუშავებს“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი.
მისი თქმით, „ჩინეთი დათანხმდა, რომ ამერიკული ენერგორესურსების შეძენის პროცესს დაიწყებს“.
„შესაძლოა, ალასკადან ნავთობისა და გაზის შეძენის შესახებ მასშტაბური შეთანხმება მოხდეს. ჩვენი გუნდები მსგავსი შეთანხმების შემუშავების შესახებ შეხვედრას გამართავენ. დღეს მიღწეული შეთანხმებები მილიონობით ამერიკელს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას მოუტანს“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ია კვანტალიანი – ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას – საქმის მასალებმა გამოავლინა გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს

ზურაბ ჯაფარიძე: ზელეგიტიმურები ამჯერად რომელიმე ლიდერთან სიახლოვეში გადაღებული ფოტოებით ცდილობენ გვაჩვენონ რომ იზოლაცია გარღვეულია და ისინი მიღებული არიან ცივილიზებულ საზოგადოებაში