პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - როცა საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით - ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს, ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს

დონალდ ტრამპი - როცა საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით - ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს, ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს

როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იოკოსუკაში, აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„წინა ადმინისტრაციებისგან განსხვავებით, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. როდესაც საქმე აშშ-ს დაცვას ეხება, ჩვენ პოლიტკორექტულები აღარ ვიქნებით. ჩვენს ქვეყანას ყველა საჭირო საშუალებით დავიცავთ და ეს, როგორც წესი, პოლიტკორექტული გზა არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, „აშშ-ს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს“.
„ჩვენი მსგავსი არმია არ არსებობს. ჩვენი მსგავსი იარაღი არავის აქვს და ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები გავხდებით, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.