ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და პასუხად წლის ბოლოს აშშ-ში მოვიწვიე

დონალდ ტრამპი - პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და პასუხად წლის ბოლოს აშშ-ში მოვიწვიე

ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის უკრაინა-რუსეთი, ფენტანილი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ჩვენი ფერმერებისთვის ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მივაღწიეთ და ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ჩინეთთან ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძლიერია“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, სამხრეთ კორეაში შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი არსებობს.
„პრეზიდენტმა სი ძინპინმა აპრილში პეკინში მიმიწვია, რასაც დავთანხმდი და პასუხად წლის ბოლოს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში მოვიწვიე. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს, რასაც მოუთმენლად ველი!“ - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.