ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტაივანის ჩინეთისთვის დაბრუნება მსოფლიო წესრიგისთვის გადამწყვეტია- სი ძინფინგი დონალდ ტრამპს

ტაივანის ჩინეთისთვის დაბრუნება მსოფლიო წესრიგისთვის გადამწყვეტია- სი ძინფინგი დონალდ ტრამპს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა 24 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ტაივანის „ჩინეთისთვის დაბრუნება“ მნიშვნელოვანია მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგისთვის, - ამის შესახებ ჩინური სააგენტო Xinhua იტყობინება.
სის თქმით, „ჩინეთი და აშშ ერთ დროს გვერდიგვერდ იბრძოდნენ ფაშიზმისა და მილიტარიზმის წინააღმდეგ და ახლა ერთად უნდა იმუშაონ მეორე მსოფლიო ომის შედეგების დასაცავად“. ჩინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია, ხოლო დაპირისპირება – ზიანს აყენებს.
დონალდ ტრამპის ინფორმაციით, სი ძინფინგმა ის აპრილში პეკინში მიიწვია. აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ ჩინეთში მიწვევის პასუხად სი ძინფინგი მიმდინარე წელს ვაშინგტონს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.