სტივ უიტკოფსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციაზე – ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწეებს შორის საუბრის ჩანაწერზე, რომელიც Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
სტატიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ტრამპმა განაცხადა, რომ არ სმენია სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელზეც Bloomberg-მა თავისი სტატია დააფუძნა, თუმცა არ გაკვირვებია, რადგან „ეს არის სტანდარტული პრაქტიკა და ის, რასაც გარიგების შემსრულებელი [dealmaker] აკეთებს“.
„იცით, ეს მოლაპარაკების ძალიან სტანდარტული ფორმაა. ვფიქრობ, ის იგივეს ეუბნება უკრაინას“, – აღნიშნა ტრამპმა.
Bloomberg-მა გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც -ის პრეზიდენტის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი პუტინის თანაშემწეს, იური უშაკოვს, ურჩევდა, როგორ შეეძლო რუსეთს დონალდ ტრამპისთვის „სამშვიდობო შეთანხმების“ შესახებ თავისი წინადადებების საუკეთესოდ წარდგენა.
ის ასევე აქვეყნებს უშაკოვსა და პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევს შორის საუბარსაც, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ე.წ. 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ პუტინის თანაშემწეებმა მოამზადეს და უიტკოფს ის საკუთარ ნამუშევრად უნდა წარედგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!