ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს

დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით კაბინეტის წევრებთან და ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან შეხვედრას გამართავს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CNN-ის ინფორმაციით, ორშაბათს თეთრ სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვენესუელასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს.
გამოცემის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, გაერთიანებული შტატების თავმჯდომარე დენ კეინი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უაილსი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სტივენ მილერი.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა იმის შესახებ, რომ ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა, თუმცა საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.