დონალდ ტრამპი: კარგი საუბარი მქონდა პუტინთან, ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე, შეიძლება დათანხმდეს

კარგი საუბარი მქონდა პუტინთან, ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე, შეიძლება დათანხმდეს. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

“დღეს ვესაუბრე [პუტინს]… ველაპარაკე უკრაინაზე და ცოტა ირანზე ველაპარაკე. სამ სხვადასხვა რაღაცაზე ვესაუბრე, ძირითადად უკრაინაზე. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მგონია, რომ შედარებით სწრაფად მოვაგვარებთ.

მგონია, რომ მას სურს მოგვარება და ეს კარგია.

მითხრა, რომ [ირანის მიერ ურანის] გამდიდრებაში ჩართულობა სურს, თუ შეუძლია დაგვეხმაროს [შეთანხმების] მიღწევაში. ვუთხარი, რომ ჯობია უკრაინასთან ომის დასრულებაში იყოს ჩართული. ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

არ დავუშვებთ, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს… მასაც [პუტინსაც] არ სურს, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ.

გრძელი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზე და ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება გააკეთოს. შეიძლება გამოაცხადოს ეს…

ვკითხე, თუნდაც მოკლე ცეცხლის შეწყვეტა იყოს. ამდენი ადამიანი კვდება დაუჯერებელია,” – განაცხადა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ