ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპიDefence Newsრუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავად უკრაინაში მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოთქვა.
ლიდერების დაახლოებით საათნახევრიანი საუბარი, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომს, სამშვიდობო ძალისხმევასა და აშშ-ირანს შორის მიმდინარე ზავს შეეხებოდა.
“მე [პუტინს] მოკლევადიანი ზავი შევთავაზე და ვფიქრობ, რომ მან შეიძლება ეს გააკეთოს. შესაძლოა, რაღაც განცხადებაც გააკეთოს ამასთან დაკავშირებით” – თქვა ტრამპმა.
ასევე, აშშ-ს ლიდერმა განაცხადა, რომ პუტინმა ირანის საკითხში დახმარება შესთავაზა, თუმცა ტრამპმა აღნიშნა, რომ ურჩევნია, რუსეთი უკრაინაში მიმდინარე საკუთარი ომის დასრულების ძალისხმევაში ჩაერთოს.
ცნობისთვის, უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა არაერთხელ დაარღვია წინა ზავები და აღდგომის დღესასწაულზე გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსეთის მხრიდან 400-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა.