ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი: არ მგონია, რომ ინაუგურაციამდე პუტინთან შეხვედრა მიზანშეწონილი იყოს

დონალდ ტრამპი: არ მგონია, რომ ინაუგურაციამდე პუტინთან შეხვედრა მიზანშეწონილი იყოს

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს, მაგრამ მისი ინაუგურაციის შემდეგ. ამის შესახებ მან 7 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როდესაც მას პუტინთან შესაძლო შეხვედრაზე კითხვა დაუსვეს, ტრამპმა თქვა, რომ იცის, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.

„არ მგონია, რომ 20 იანვრამდე შეხვედრა მიზანშეწონილია, რაც არ მომწონს, რადგან ბევრი ახალგაზრდა, ჯარისკაცი იღუპება ყოველდღიურად“, - დასძინა მან.

ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში „არასდროს უნდა მომხდარიყო“ და ეს არ მოხდებოდა, თუ ის პრეზიდენტი იქნებოდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.