დონალდ ტრამპი – ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინს შეხვედრა სურს და ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს “ძალიან სწრაფად” შეხვდეს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კითხვაზე, რა არის ომის დასრულების მისი სტრატეგია, ტრამპმა Newsmax-ს განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
„ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად. ამას უფრო ადრე გავაკეთებდი, მაგრამ საჭიროა ოფისში ყოფნა. ზოგიერთი რამისთვის საჭიროა, იქ იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციას ჩაუტარა ჭადრაკის პარტია და თავი რომ რაღაც ეგონათ, აჩვენა, ვინ იყო ნამდვილი გროსმაისტერი – 2012 წლის შემდეგ მიიღეს კიდევ 9 დამატებითი ჭადრაკის პარტია და ასე გაგრძელდება