– ვიცი, რომ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სურს და ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად

-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის აპირებს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს “ძალიან სწრაფად” შეხვდეს მას შემდეგ, რაც მომავალ კვირას თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კითხვაზე, რა არის ომის დასრულების მისი სტრატეგია, ტრამპმა Newsmax-ს განუცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, პუტინს მასთან შეხვედრა სურს.
„ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე ვაპირებ შეხვედრას ძალიან სწრაფად. ამას უფრო ადრე გავაკეთებდი, მაგრამ საჭიროა ოფისში ყოფნა. ზოგიერთი რამისთვის საჭიროა, იქ იყო“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან