დმიტრო კულება – უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება

უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობასთან რაკეტების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება.
„ყველაფერი პოლიტიკურ გარემოებებზე, ფრონტის ხაზზე არსებულ რეალურ საჭიროებებსა და მოთხოვნებზეა დამოკიდებულია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემას მხარი არ დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ