დმიტრო კულება – 2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი

2024 წელს ჩვენი პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი რუსეთის ციდან ჩამოგდებაა, რადგან ის, ვინც ცას აკონტროლებს, განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი.
2022 წელს ჩვენ ისინი ხმელეთზე დავამარცხეთ. 2023 წელს ჩვენ ისინი ზღვაში დავამარცხეთ და 2024 წელს ჩვენ მათ ჰაერში დამარცხებაზე ვართ ორიენტირებული“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას დმიტრო კულებამ დასავლელ მოკავშირეებს მოთმინებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სწორი მხარდაჭერით, უკრაინას გამარჯვება შეუძლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ