დმიტრო კულება: უკრაინას სჭირდება რუსეთის გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტი

მსოფლიომ ნაბიჯი უნდა გადადგას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემისკენ და არა გაყინული კონფლიქტისკენ, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების რაოდენობის ზრდა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

„როდესაც გვესმის ზოგიერთი ექსპერტის ან მოაზროვნის არგუმენტები, რომ შესაძლოა ღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთის გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტი“, – აცხადებს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს უნდა იყოს წინსვლის გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები ამისთვის გადაიხადო.

„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ამ მესიჯს, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და დაძაბულობის რიცხვი მთელ მსოფლიოში გაიზრდება და მათი გამოსწორების ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი“, – დასძენს კულება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ