დმიტრო კულება – დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს

დანიის მიერ უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნიკოლაევში დანიელ კოლეგა ლარს ლეკე რასმუსენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დიდი მადლობა ლარსს გარანტიისთვის, რომ დანიის მიერ [უკრაინისთვის] F-16 თვითმფრინავების გადაცემის მომზადება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. ამ პროგრამის ჩაშლის ჯერ არანაირი საფრთხეები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ დანია თავისი სიტყვის ერთგულია და F-16 თვითმფრინავები, რომლებსაც დანია პირველი დაჰპირდა უკრაინას, ჩვენს საჰაერო სივრცეში იქნებიან, ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში დაგვეხმარებიან“, – განაცხადა კულებამ.
მან აღნიშნა, რომ F-16 თვითმფრინავების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ისტორიული იყო და „ყველაფერი გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ