დმიტრო კულება: ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი ევროკავშირის ფარგლებში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ უკრაინამ და პოლონეთმა უნდა დაიწყონ რეალური საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოაგვარონ ორმხრივი პრობლემები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რათა თავიდან აიცილონ ისეთი კრიზისები, როგორიცაა საზღვრების ბლოკირება ან მარცვლეულის კრიზისი. ამის შესახებ მინისტრმა პოლონურ გამოცემა Uklad Sil-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ახლავე უნდა დავიწყოთ ფიქრი ევროკავშირში უკრაინულ-პოლონურ ალიანსზე. ჩვენ ვიქნებით ორი ძალიან ძლიერი მოთამაშე. ჩვენ გავაძლიერებთ პოლონეთს და პოლონეთი გაგვაძლიერებს ჩვენ.

ჩვენ უნდა დავიწყოთ რეალური საუბარი იმაზე, თუ როგორ მოვაგვარებთ ორმხრივ პრობლემებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რადგან ის, რაც ახლა ხდება ამ სატვირთო მანქანებით და მარცვლეულის ექსპორტით, გულდასაწყვეტია. უნდა ვიპოვოთ გზები და ამის პრევენციის მექანიზმები“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, დროა საუბარი დაიწყოს იმაზე თუ რას გააკეთებს უკრაინა და პოლონეთი ერთად ევროკავშირში.

პირველად ისტორიაში, მთელი ევროპა, ლისაბონიდან კიევამდე, იცხოვრებს ერთ მთლიანობაში. უკრაინელები და პოლონელები იქნებიან ამ დიდი პროექტის ნაწილი და შეასრულებენ თავიანთ როლს. მე მჯერა, რომ ეს არის სტრატეგიული დისკუსია და პარტნიორობა, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ