დმიტრო კულება – ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინა ბრძოლას გააგრძელებს, მიუხედავად იმისა, დაამტკიცებს თუ არა აშშ-ის კონგრესი დამატებით დაფინანსებას.
„ჩვენ ბრძოლას იმ რესურსებით გავაგრძელებთ, რაც გვაქვს. მსოფლიოსთვის საფრთხე დემოკრატიას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ემუქრება. უკრაინის წინაშე კი მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობის, საკითხი დგას“, – განაცხადა დმიტრო კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში.
დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ თუ უკრაინის მხარდაჭერა შეჩერდება, მაშინ რუსეთმა შეიძლება ფრონტის ხაზზე წარმატების მიღწევა დაიწყოს.
„უკრაინაში რუსეთის დამარცხება ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების საუკეთესო სტრატეგიულ ინტერესებში შედის. უკრაინა უნდა იყოს ის თემა, რომელიც აერთიანებს და არა ყოფს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, დმიტრო კულებას თქმით, მოკავშირეები უკრაინას ომის „გაყინვისკენ“ არ უბიძგებენ.
„მოკავშირეები ომის „გაყინვისთვის“ რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ არ მოგვიწოდებენ, არც დელეგაციებთან შეხვედრების და არც ვიწრო დახურული ფორმატის შეხვედრების დროს. ისინი, ვინც გაყინულ კონფლიქტს გვთავაზობენ, ამტკიცებენ, რომ ისინი უკრაინისა და მსოფლიოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. რეალურად, ისინი პუტინს ეხმარებიან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ