დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.
მისი თქმით, ოპოზიციის მიზანი საპროტესტო აქციების გამოყენებით ხელისუფლების შეცვლა და მორიგი რევოლუციის მოწყობა იყო, თუმცა ეს გეგმა ვერ განხორციელდა. ხუნდაძის განცხადებით, იმ პირებმა, რომლებმაც საკუთარი დანაშაული აღიარეს და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს, გააცნობიერეს, რომ ისინი ოპოზიციის მიერ სათანადოდ არ იყვნენ გამოყენებული.
„ოპოზიციის მიზანი, რომ გადატრიალება მოეხდინათ და რიგით მეოთხე თუ მეხუთე რევოლუცია მოეწყოთ, თავის დროზე ვერ იქნა მიღწეული. თუმცა, საკუთარი გუნდიდან ეს მსხვერპლიც გაიღეს, რაც ისევ მათსავე ინტერესებსა და სარგებელზე იყო მორგებული.
სიმართლეს ვერაფერი შეაჩერებს, მას მუდამ თავისი გაკვალული გზა აქვს. იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს. პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა. შესაბამისად, ეს ადამიანები ახლა, საბედნიეროდ, თავისუფლები არიან“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც