ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ირაკლი ლატარია: დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ “თამაშებს”

ირაკლი ლატარია ჟურნალისტ დიდტო ჩუბინიძეს და გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის ლაშა ნადარიეშვილის პროვოკაციულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს,რომ „ძალიან ცუდად დაამთავრებენ ბინძურ „თამაშებს“ .
ლატარიას თქმით, ჩუბინიძემ და ნადარეიშვილმა პრემიერს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ კი, ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით.
„დარწმუნებული ვარ, ნაძირალა დიტო ჩუბინიძე და მისი ბოსი ძალიან ცუდად დაამთავრებენ ამ ბინძურ “თამაშებს”. ჯერ იყო და პრემიერ კობახიძეს დააბრალეს გარეჯის გაყიდვა, შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის სუიციდზე ააწყვეს კონსპირაცია ღარიბაშვილის დავალებით. ჰოდა სახელმწიფო ასეთ პროვოკაციებს უპასუხოდ არ დატოვებს. ცუდად დაამთავრებთ ფულის გამო წამოწყებულ სიბინძურეს “ბიჭებო”.“ – წერს ლატარია

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.