დენის შმიგალი – ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა წინასწარ შეთანხმდა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.
ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„1-ელ თებერვალს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი უკრაინის 50 მილიარდი ევროთი მხარდაჭერის ოთხწლიან Ukraine Facility პროგრამას დაამტკიცებს. წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის ყველა 27 წევრი დათანხმდა ამ პროგრამის მხარდაჭერას”, – განაცხადა შმიგალმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ელის, რომ ამდაგვარ მიმდინარე წელს ევროკავშირი უკრაინისთვის დაახლოებით, 2023 წლის დონის ფინანსური დახმარების მიწოდებას შეძლებს. შმიგალმა ცალკე აღნიშნა, რომ -ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის წელს 11.8 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დახმარების მიწოდებას გეგმავს.
„ამ საკითხზე ამერიკული კონგრესის დადებით გადაწყვეტილებას ველით უკვე უახლოეს დროში”, – განაცხადა შმიგალმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ – საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დანაშაულია, ძალადობრივი ქმედებებით, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლითა და ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობით, გმირი ვერ გახდები

თაზო დათუნაშვილია ირაკლი კობახიძის მოხსენებაზე – ივანიშვილის პრემიერმა დაადასტურა, რომ ის არის სერიული მატყუარა, ყალიბდება დამწყებ ფაშისტად, მაგრამ ისევ „ოროსანია“ – ვერაფერს უგებს ქართულ ეკონომიკას