ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფაზე იმსჯელებს

ბრიუსელში დღეს, პირველ თებერვალს, იმართება ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი, რომელზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები კვლავ განიხილავენ უკრაინისთვის დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფას.
გადაწყვეტილება გასულ სხდომაზე, დეკემბერში, უნგრეთის უარის გამო ვერ მიიღეს. საქმე ეხება უკრაინისთვის საფინანსო დახმარების გამოყოფას ევროკავშირის ბიუჯეტიდან.
ნაწილი ამ თანხისა, 17 მილიარდი, პირდაპირი დახმარება იქნება, დანარჩენი 33 მილიარდი კი, კრედიტების ფორმით გადაერიცხება კიევს მომავალი ოთხი წლის განმავალობაში.
ევროკავშირს სურს, ეს ხარჯები შეიტანოს ბიუჯეტის შვიდწლიან გეგმაში, რომელიც ძალაში იქნება კიდევ ოთხი წლის განმავლობაში. უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის შესაცვლელად ბლოკის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
უნგრეთი კვლავ არ არის ამაზე თანახმა. უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ბოლო დროს ამბობდა, რომ ბიუჯეტის ცვლილებას მხოლოდ იმ პირობით დასთანხმდება, თუ ამ გადაწყვეტილებას ყოველწლიურად გადახედავენ, რაც ბუდაპეშტს შესაძლებლობას მისცემს, კვლავ ვეტო დაადოს მას მომავალში.
Reuters-ის თანახმად, 31 დეკემბრის საღამოსთვის ორბანთან ჯერ არავითარი შეთანხმება არ იყო მიღწეული.
თუ უნგრეთის წინააღმდეგობის დაძლევა ვერ მოხერხდა, ევროკავშირის განიხილავს სხვა ვარიანტებსაც. Financial Times-ი წერდა, რომ ბრიუსელი მზად არის უნგრეთის ეკონომიკას სუსტ წერტილებზე დაარტყას და ამისთვის შეიმუშავა სტრატეგია, რასაც უნდა მოჰყვეს ინვესტორების რწმენის დაკარგვა და ვალუტის დასუსტება. ამ გეგმას აამოქმედებენ, თუ უნგრეთი უარს იტყვის გააუქმოს უკრაინის დახმარების ვეტო, წერდა გაზეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.