ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შარლ მიშელი - 27-ვე ლიდერი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტის მიწოდებაზე შეთანხმდა

უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„შეთანხმება გვაქვს. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტის გამოყოფაზე“, - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ეს დახმარება უზრუნველყოფს უკრაინის მტკიცე, გრძელვადიან და პროგნოზირებად დაფინანსებას.
„ევროკავშირი იღებს ხელმძღვანელობას და პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდასაჭერად; ჩვენ ვიცით, რა დევს სასწორზე“, - წერს მიშელი.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელზედაც ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტის, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხებსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. მედიის ინფორმაციით, სამიტი დაგვიანებით დაიწყო, რადგან მანამდე გავლენიანი ლიდერები მცირე ჯგუფებად მართავდნენ შეხვედრებს. უკრაინისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების საკითხი დეკემბრის სამიტზე უნგრეთმა დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, სპეციალური სამიტის მოწვევა დასჭირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.