ბელგიის პრემიერი – დარწმუნებული ვარ, უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ ევროკავშირის ყველა ქვეყანა შეთანხმდება, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე დე კროომ ჟურნალისტებს ევროკავშირის სპეციალური სამიტის დაწყებამდე განუცხადა.
ალექსანდრე დე კროომ აღნიშნა, რომ უკრაინის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღება სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებას ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის მივაღწიოთ. ბოლო შეხვედრაზე შეთანხმება 26 ქვეყანას შორის შედგა და ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, რომ კომპრომისის მიღწევას 27 ქვეყანას შორის შევძლებთ“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, გასული წლის 15 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას ვეტო დაადო.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ