დეა მეტრეველი: “ბენზინი არ არის, მაგრამ გაუძელით” – გუშინ სოც ქსელებში ამ მრავლისმთქმელ ბანერს გადავაწყდი

პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
“ბენზინი არ არის, მაგრამ გაუძელით” – გუშინ სოც ქსელებში ამ მრავლისმთქმელ ბანერს გადავაწყდი.
მოსკოვში, მოსახლეობის უკმაყოფილების შიშით, კრემლი რუსეთის რეგიონებიდან მარაგებს დედაქალაქს აწვდის, რაც საკმაოდ მაღალ უკმაყოფილებას იწვევს რეგიონების მოსახლეობაში. ხშირია ისეთი შეფასებები როგორც – მოსკოვმა დაიწყო ომი, მაგრამ გადახდა გვიწევს ჩვენ.
თათრეთის რესპუბლიკა, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი რეგიონი, ამ მხრივ გამორჩეულად გამოხატავს უკმაყოფილებას. უკმაყოფილებაა ასევე იაკუტიასა და სხვა რეგიონებში. ნუ ყირიმში რომ აღარაა საწვავი, დიდი ხანია ცნობილია. უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით უწყვეტად მიტანილი ზარალი ყოველდღიურად იზრდება. ნავთობი არის, თუმცა გადამუშავება შეფერხებულია.
ალბათ ყველა ვხვდებით ეს რასაც ნიშნავს? თუ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინასთან, შიდა პოლიტიკური პრობლემები უკვე გარდაუვალია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ