დაპირისპირება სასამართლოში – დაშავდა რამდენიმე ადამიანი – მედია

ფოტო – ტვ პირველი
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების პრესსამსახურების ადმინისტრაციული საქმის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
ტვ პირველის ცნობით, დაპირისპირება თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრებს შორის მოხდა.
მირანდა ბაღათურიასა და ანა ყურაშვილის სასამართლო პროცესზე კოალიციის წევრებს დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ, რაც შემდგომ ხმაურის მიზეზი გახდა. სხდომათა დარბაზიდან კოალიცია “ცვლილებისთვის” წარმომადგენლები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, მანდატურების მხრიდან ფიზიკური დაპირისპირებას ადგილი ნიკა გვარამიასთანაც ჰქონდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!