ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კიევზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა

კიევზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა

უკრაინის სამხედრო და ოფიციალური პირების ცნობით, 4 მაისის ღამეს, კიევზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი. ასევე, ქალაქში რამდენიმე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
Kyiv independent წერს, რომ ობოლონსკის რაიონში სავაჭრო ცენტრი „ოცნების ქალაქი“ დაზიანდა, ცეცხლი სულ მცირე შვიდ მანქანას და მაღალსართულიანი შენობის ზედა სართულებს გაუჩნდა.
რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში გააძლიერა თავდასხმები უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც კრივოი როგში, სუმიში, ოდესაში, ხარკოვსა და კიევში მსხვერპლი მოჰყვა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 7-დან 9 მაისამდე პერიოდში გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა, რომელიც რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის შესამსუბუქებლად და მოსკოვისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შესაქმნელად იყო შექმნილი.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.