არქივი27 აპრილი, 2025, 10:38
ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შევარდა - დაიღუპა რამდენიმე ადამიანი

კანადის ქალაქ ვანკუვერში ქუჩის ფესტივალზე ავტომობილი ხალხში შევარდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBС-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.
„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლი ფესტივალზე ხალხში შევარდა. ის დაკავებულია“, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.