ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს, დაშავდა 28 ადამიანი

რუსებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10 დარტყმა მიაყენეს, დაშავდა 28 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა და 28 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რუსებმა ზაპოროჟიეზე სულ მცირე 10 დარტყმა განახორციელეს.
“რუსებმა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტი და ინფრასტრუქტურული ობიექტები“, - აღნიშნა ფედოროვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.