არქივი2 მაისი, 2026, 19:41
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
ბუნდესლიგის ოცდამეთორმეტე ტურში „ჰამბურგმა“ გასვლაზე „აინტრახტი“ 2:1 დაამარცხა.
ამით შეწყდა ჩემპიონატზე „ჰამბურგის“ 6-მატჩიანი მოუგებელი სერია - 4 წაგება და 2 ფრე.
სტუმართა გუნდის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე - შეფასებები: sofascore 6.6, Flashscore 6.4, whoscored 6.1.
„ჰამბურგი“ ამ მომენტისთვის 34 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში „ფრაიბურგს“ უმასპინძლებს.
ფრანკფურტი. „დოიჩე ბანკი“
აინტრახტი - ჰამბურგი 1:2
გოლები: 1:0 უზუნი (48), 1:1 გრენბეკი (51), 1:2 ვიეირა (59)
გაძევება: კრისტენსენი (90+12, აინტრახტი)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.