არქივი30 აპრილი, 2026, 01:31
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
პორტუგალიის ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის გადატანილ მატჩში „სპორტინგმა“ საკუთარ მოედანზე „ტონდელასთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 2:2.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი 86-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
„სპორტინგი“ 73 ქულით მესამე ადგილზეა და 4 მაისს გიმარაეშის „ვიტორიას“ უმასპინძლებს. ლიდერი 82 ქულით „პორტუა“, მეორე პოზიციაზე კი 75 ქულით „ბენფიკაა“.
ლისაბონი. „ჟოზე ალვალადე“
სპორტინგი - ტონდელა 2:2
გოლები: 1:0 სუარესი (62), 2:0 სილვა (78), 2:1 ბლოპა (90+2, საკ. კარში), 2:2 ციცერო (90+4)
გამოუყენებელი პენალტი: აიკო (90+2, ტონდელა)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.