ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გიორგი ცაგარეიშვილი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? - პასუხს აგებ, ამას წყალი არ გაუვა

კანონის წინაშე ყველა თანასწორია - მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? - პასუხს აგებ! - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.
როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ეს შეტყობინება გაახმოვანა ბიძინა ივანიშვილმა პარტია "ქართული ოცნების" ყრილობაზე.
"კანონის წინაშე ყველა თანასწორია - დაწყებული ჩემით, დამთავრებული ქვეყნის პირველი პირებით: - პრემიერით, პრეზიდენტით, პარლამენტის თავმჯდომარით. დაარღვევ? პასუხს აგებ! მათ შორის მხილებული იქნები კორუფციულ დანაშაულში? - პასუხს აგებ! ამას წყალი არ გაუვა და ნურავის ექნება იმედი, რომ რამეს და ვინმეს ამოეფარება, ეს არის გამორიცხული. ეს შეტყობინება გაახმოვანა მათ შორის ბატონმა ივანიშვილმა, როცა "ქართული ოცნების" ყრილობაზე მობრძანდა", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.