გია ცაგარეიშვილი – თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება ბიძინა ივანიშვილით იწყება და მთავრდება – მეგობრებო, ასე გააგრძელეთ! ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

30 დეკემბრიდან 22 იანვრამდე, თითქმის ერთი თვეა, ყველა საინფორმაციო გამოშვება თ იწყება და მთავრდება – მეგობრებო, ასე გააგრძელეთ! ბიძინა ივანიშვილს პიარი გაუწიეთ და შედეგებსაც მოიმკით, როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, – აღნიშნული განცხადება ოპოზიციის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა გააკეთა.
ცაგარეიშვილის თქმით, ივანიშვილი ოპოზიციის დამარცხების ფორმულაა, რასაც ყველა 2012 წლიდან კარგად ხედავს.
„ეს ადამიანები ცხრა არჩევნებში დამარცხდნენ. „ნაცმოძრაობა“ და მისი ფეხის ხმას აყოლილი წვრილფეხობა ბიძინა ივანიშვილის დაარსებულმა „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ბიძინა ივანიშვილი თავის პარტიაში დაბრუნდა და არა სხვაგან.
რაც შეეხება ოპოზიციის გადაჯგუფებას, მ აღიარა, რომ სააკაშვილთან საპატიმროში მივიდა და პარტიის შექმნის თაობაზე მისგან შესაბამისი ნებართვა მიიღო. სადაც არ უნდა წავიდნენ, როგორც არ უნდა გადაგორდნენ, გადმოგორდნენ, შეგორდნენ, მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ შეურყეველი წევრები არიან, რომლებიც პირჯვარს ცრუ ღმერთზე იწერენ. ეს ადამიანები „ნაცმოძრაობის“ ჩრდილქვეშ იქნებიან ამ არჩევნებზეც და მათგან არანაირი სიახლე არ იქნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ