პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება… ოპოზიციონერმა კოლეგებმა თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადადონ და პროცესში ჩაერთონ – გიორგი ცაგარეიშვილი 9 რეკომენდაციის შესრულებაზე

პარლამენტი ევროკომისიის 9 რეკომენდაციაზე მუშაობას იწყებს. “ქართულ ოცნებაში” იმ ოპოზიციურ პარტიებს აკრიტიკებენ, რომლებიც სამუშაო შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებენ. მათი განმარტებით, პროცესის ხელოვნურად შეშლა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ ქვეყნის წინსვლა და განვითარება არ სურთ.
“პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება. ეს არ არის ცალმხრივი მოძრაობა მხოლოდ, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს მთავრობა. ახლა მაინც ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა უნდა გადადონ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესები და, თუ მათ წარმოუდგენიათ ამ პროცესის თანამონაწილეებად თავი, ჩაერთონ ამ პროცესში და დაგვეხმარონ ამ ნაბიჯების გადადგმაში,” – აღნიშნა პარლამენტის ფრაქციის “ქართული ოცნება” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, დღევანდელ შეხვედრაზე, პოლიტიკოსებთან ერთად, მიწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. მათი წარმომადგენლები 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი